ქართველმა ხალხმა ფოლკლორისა და სიტყვაკაზმული მწერლობის მეშვეობით გამოხატა თავისი დამოკიდებულება ფიზიკურად სრულყოფილი, ვაჟკაცური ზნეობის მქონე ადამიანებისაღმი. მაგ., – ალმასივით ვაჟკაცი, ეს ხატოვანი სიტყვა უკავშირდება მაგარ, მტკიცე, ურყევ ადამიანს. – ამოჭედილი ხმალია, მზად არის საერისკაცო საქმეებისათვის. – ბურთი და მოედანი ვაჟკაცობის ან სხვა რამ სასახელო საქმის გამოსაჩენი ასპარეზია, გამარჯვება. – გორგასლის ხმალი ითქმის ძლიერ, შეუპოვარ, შემართებულ, მტრის დამთრგუნველ, მომრევ ვაჟკაცზე. – ვაჟკაცი – მამაცი, შემართებული, გულადი, ღონიერი და სხვა.
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997.