შინაარსისა და მნიშვნელობის მიხედვით ქულებით შეფასება შეიძლება დაიყოს 3 ჯგუფად. 1. სადაც დაგროვილი ქულების სახით განისაზღვრება შეჯიბრის შედეგი და ხარისხიც. მაგ., სპორტულ ტანვარჯიშში, აკრობატიკაში, მხატვრულ ტანვარჯიშში, წყალში ხტომაში, სინქრონულ ცურვაში (გარჯიშის შეფასების უმაღლესი ქულა 10), ფიგურულ სრიალში (უმაღლესი ქულა 6) და სხვ. 2. ქულები მხოლოდ სპორტული შედეგების შემადგენელი ნაწილია. მაგ., თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომა. შედეგი მეტრებით განისაზღვრება, ხტომის ხარისსი კი – ქულებით. ჰ. ქულებით შეფასება გამოიყენება, როგორც დამხმარე საშუალება. მაგ., ჭიდაობაში. თუ შეხვედრა სუფთა გამარჯეებით არ დამთავრდა, მაშინ გამარჯვებას მოიპოვებს ის ფალავანი, ვინც გათვალისწინებულ რეგლამენტში ქულათა უფრო მეტ რაოდენობას დააგროვებს.
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997.