ბა ბე ბზ ბი ბლ ბო ბრ ბს ბუ
ბეი ბეკ ბერ

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

  1. სპორტული ჭიდაობის სახეობა. ბ.რ.ჭიდაობის პროცესი წარმოებს დგომში და პარტერში (ჩოქბჯენი). დგომში ძირითადად გამოიყენება ჭიდაობის ფანდები: გდება, კისრული, შოგვერდი, ..წისქვილი“. ხელის გამოკვრა, ჩაჩე ხვა და სხვ. ჩოქბჯენში: აქსჩვა. ტრიალი, გდეძა. ბ. რ. ჭიდაობისათვის დაუშვებელია, წელქვევით ნებისმიერი ილეთის გამოყენება. სარმები აკრძალულია. თითოეული მოჭიდავის მიზანი ერთია, დასცეს მეტოქე ბეჭებზე და მიაღწიოს ,,სუფთა“, ან ქულებით გამარჯვებას (,„სუფთა“ გამარჯვებას მოჭიდავენ აღწევს მაშინ, როდესაც მეტოქე ერთდროულად ან რიგრიგობით შეეხება საჭიდაო ლეიბს ორივე ბეჭით). მოჭიდავეები საასპარეზო ლეიბზე გამოდიან სპეციალური საჭიდაო სპორტული ფორმით.
  2. ბ.რ. ჭიდაობა თავისი მოქმედების შინაარსით ძველი ბერძნებისა და რომაელების ჭიდაობას გვაგონებს და ამიტომაც მას ბ.რ. ჭიდაობა ეწოდა 1896 წ-იდან, ამავე წელს დამუშავებულ იქნა ჭიდაობის წესები და ბ.რ. ჭიდაობა ო. თამაშების პროგრამის შემადგენელ ნაწილად აღიარეს. 1912 წ. ჩამოყალიბდა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია (ფილა).
  3. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ბ. რ. ჭიდაობას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. პლანეტის უძლიერეს ფალავნებად იქნენ აღიარებულნი მსოფლიოსა და ო. თამაშების ჩემპიონები: გივი კარტონზია, რომან რურუა, როსტომ აბაშიძე, ავთანდილ ქორიძე, ვახტანგ ბლაგიძე, თემურ აფხაზავა, მიხეილ სალაძე, თემურ ყაზარაშვილი, შოთა მორჩილაძე და სხვ.
    Source: ბესიკი. თხზულებათა სრული კრებული: ტექსტი, შენიშვნები, ლექსიკონი / ბესიკი ; ალ. ბარამიძისა და ვ. თოფურიას რედ. ; [ალ. ბარამიძის წინასიტყვაობით].თბილისი: საბჭ. მწერალი, 1962
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9