ჩა ჩე ჩო
ჩოგ ჩოხ

ჩოგბურთი

სპორტული თამაში ბურთითა და ჩოგნით საგანგებოდ მოხაზულ მოედანზე – კორტზე. ტარდება ღია ცის ქვეშ და შენობაში. თამაში გამოირჩევა მაღალი დინამიზმით, ორიგინალური მოძრაობების მრავალმხრივობით. ინგლისში 1875 წ. მიღებულ იქნა თამაშების წესები (თამაშს ეწოდებოდა ლაუნ-ტენისი) და ამავე წესებით 1877 წ- 9 ივლისს ჩატარდა უიმბლღონის პირველი ჩემპიონატი. ამის შემდგომ ორიგინალურმა თამაშმა სწრაფი კულტივირება პოვა პლანეტის განვითარებულ ქვევნებში. 1913 წ. ჩამოყალიბდა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია. 1896-1924 წწ-ში ჩ. ოლიმპიურ დისციპლინად ითვლებოდა, კვლავ აღდგა 1988 წ-დან. მსოფლიო ჩემპიონატები დახურულ და ღია კორტებხე ტარდებოდა 1912-1923 წ-მდე. 1900 წ-დან დაწესებულ იქნა საერთაშორისო ტურნირი დევისის თასზე. მსოფლიოში უძლიერეს ჩოგბურთელთა გამოვლენის მიზნით ტარდება ინგლისის (უიმბლღონის), საფრანგეთის (პარიხის), აშშ (ფორესტ-ხილშის) და ავსტრალიის (ადელაიდის) ღია პირადი პირველობები ჩოგბურთში. ჩოგბურთის სათამაშო მოედნის ზომებია: ერთეულთა თამაშისათვის 23,77 X 8,23 მ., წყვილთა თ. 23,77 X 10,97 მ. ჩოგბურთის ბადე ჩამოკიდებულია ფოლადის მავთულზე და მაგრდება ლითონის L1,06 მ. სიმაღლის ორ დგარზე. თითოეული დგარი სათამაშო მოედნიდან დაშორებულია 0,91 მ. ბურთი – რეხინის, უნაკერო, ფეტრით შემოჭიმული. დიამეტრი – 6,35- 6,67 სმ. წონა – 56,7-58,74 გ.
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9