მსოფლიოში გავრცელებული სპორტული თამაში ბურთის საპასუხო დარტყმით. წარმოებს ერთეულთა და წყვილთა თამაში. თამაშს საფუძველი ჩაეყარა აღმოსავლეთ ახიაში და მე-19 ს. ბოლოს ინგლისელების მიერ, იგი შემოტანილ იქნა ევროპაში. გერმანიაში მას გართობის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევდნენ და გატაცებით თამაშობდნენ ბერლინის პინგ-პონგ-კაფეში. 1926 წ. შეიქმნა მ. ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია. ამავე წელს დაიწყო მსოფლიო პირველობის ჩატარება. 1958 წ-დან ეწყობა ევროპის ჩემპიონატები. მ. ჩოგბურთის თამაშისათვის საჭიროა: სათამაშო ფართობი 12 X6მ., (საერთაშირისო სტანდარტია 14 X 7 მ), იატაკი ელასტიკურია, სათამაშო მაგიდის ფართობი –274,3X152,6 სმ., სიმაღლე – 76,2 სმ., ბადის სიგრძე – 183 სმ., სიგანე – 15,25 სმ., ბურთი – ცელულოიდის, წონა – 2,40-2,53 გ. გარშემოწერილობა – 11,43-12,70 სმ., ჩოგანი – მზადდება ხისგან. რაკეტის სიბრტყე ორივე მხარეს დაფარულია რეზინის ხორკლიანი თხელი (2-4 მმ.) ფირფიტებით. ჩოგბურთელი – ჩოგბურთის მოთამაშე.
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997