ყინულზე სასრიალო მოწყობილობა, რომელსაც სპეციალურ ან ჩვეულებრივ ფეხსაცმელზე იმაგრებენ. ც. ძირითადად იყოფა 5 ჯგუფად – სარბენი; – ჰოკეის; – ფიგურული სრიალის; მასობრივი სრიალისა (მათ შორის ბავშვებისათვის) და გორგოლაჭებიანი ც. მოციგურავე – ციგურებზე მოვარჯიშე.
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997