სპორტის ერთ-ერთი ძირითადი სახეობა და ფისიკური აღზრდის მნიშვნელოვანი საშუალება.
ცურვის ხერხთა თავისებურებების მიხედვით სპორტული ცურვა იყოფა შემდეგ სახეებად: ა) კროლი – ცურვის ყველა სტილზე სწრაფი, უძველესი ხერხი – თავისუფალ სტილად წოდებული. ბ) ბრასი –სისწრაფით კროლს ჩამორჩება, მაგრამ ცურვის ხერხი სიმარტივითა და მოძრაობის ეკონომიურობით საშუალებას იძლევა დავფაროთ შედარებით გრძელი დისტანცია. იგი ბაყაყის ცურვას მოგვაგონებს და ხალხი მას ,,ცბაყაყურს“ უწოდებს. გ) ზურგზე ცურვა – ცურვის აღნიშნული სტილი უმეტესად გამოიყენება ცურვის შემდეგ მიღებული კუნთური დაძაბულობის შენელების, განმუხტვის მიხნით. დ) ბატერფლაი.
ცურვაში შეჯიბრების ჩატარება შესაძლებელია ისეთ აუზებში, სადაც არ არის დინება (მდინარება) და სიგრძე 12 1.2, 16 2.3, 20,25, 331.3 და 50 მ-ია. საცურაო „ბილიკის“ (გზის) სიგანე 2 1,2 მ. „ბილიკის“ ხაზები აუხის ფსკერსა და წყლის ზედაპირხე მკვეთრად უნდა გამოირჩეოდეს. სტარტის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს (წყლის ზედაპირიდან) 50-75 სმ. ო. თამაშებზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე შეჯიბრება ტარდება მხოლოდ 50 მ. სიგრძის საცურაო „ბილიკებზე“. ამავე დროს („ფინას“ წესდების თანახმად), რეკორდების რეგისტრირება შესაძლებელია მხოლოდ 50 მ. აუზში, შემღეგ დისტანციებში: თავისუფალი სტილით ცურვა 800 მ. და ესტაფეტა 4 100 მ. (მამაკაცები), ცურვა 1500 მ. დისტანციაზე (მამაკაცები), 200 მ. (ქალები) და 400 მ. (მამაკაცები). დაშვებულია აგრეთვე ეროვნული ფედერაციების მიერ საკუთარი რეკორდების რეგისტრირება.
პირველი სპორტული შეჯიბრება ცურვაში ჩატარდა ინგლისში 1877 წ. 1908 წ. შეიქმნა ცურვის საერ- თაშორისო ფედერაცია (ფინა). 1896 წ. ცურვა შეტანილ იქნა ო. თამაშების პროგრამაში. 1927 წ. ჩამოყალიბდა ევროპის საკონტინენტო ფედერაცია. 1973 წ-დან ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი (1978 წ-დან, ყოველ 4 წელიწადში ერთხელ). 1926-1981 წწ-მდე ტარდებოდა ევროპის პირველობა 4 წელიწადში ერთხელ, ხოლო 1981 წ-დან 2 წელიწადში ერთხელ.
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997