ძა ძი ძლ
ძალ

ძალოსნობა

სპორტსმენის ფსიქოფიზიკური ძალების შესაძლებლობათა გამოხატვა სიმძიმეების აწევის (შტანგა, საწონები) დემონსტრირებით. ძალოსნობის პროგრამა ითვალისწინებს კლასიკურ ორჭიდს: ატაცი და აკვრა (1935 წ -1972 წ-მდე შეჯიბრი ტარდებოდა სამჭიდში, შემდგომ კი, ობიექტური მიზეზების გამო, მოიხსნა აჭიმვა ორი ხელით). 1912 წ. სტოკჰოლმში შედგა ძალოსნობაში 1 საერთაშორისო კონგრესი, რომელიც საფუძვლად დაედო მსოფლიო ძალოსნობის კავშირებისა და საერთაშორისო შეჯიბრებების წესების ჩამოყალიბებას. 1896 წ-დან ძ. ოლიმპიური სახეობაა, 1898 წ-დან ტარდება მსოფლიო ჩემპიონატები. 1920 წ. შეიქმნა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია. ძალოვანი – ძალის მქონე,– ღონიერი ძალოსანი – სპორტსმენი, რომელიც ძალოსნობას მისდევს. ქართული ძალოსნობის ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენად, ·ენდა ჩაითვალოს მსოფლიოში უძლიერეს ძალოსანთა რაფაელ ჩიმიშკიანისა და კახი კახიაშვილის სახელების აღიარება.
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9