ხა ხე ხუ
ხელ ხერ

ხელბურთი

  1. ხელბურთის სამშობლოდ დანია ითვლება. პირველად 1898 წ. დანიის ერთ-ერთი გიმნაზიის სპორტის მასწავლებელმა ჰ. ნილსენმა შემოიღო ბურთის თამაშის ახალი სახეობა შესაბამისი წესებით.
  2. გუნდური სპორტული თამაში. ბურთის ხელით გადაწოდება (მიწოდება, გადაცემა, ტყორცნა) პარტნიორებისათვის, მეტოქის კარში (6 მ. ზონიდან) ბურთის გატანის მიხნით. თამაში შედგება ორი 30-30 წთ. ტაიმისაგან, ქალებისათვის განკუთვნილია 25–25წთ. არენის ზომებია 38-44 X 18-22 მ., კარების ზომა 3 X 2 მ. ბურთის დიამეტრი 58-60 სმ., წონა 425-475 გ. (სხვა დანარჩენი ჯგუფების მოთამაშეთათვის, დიამეტრი 54-56 სმ, წონა 325-400 გ.). დღეისათვის 7 კაციან ხელბურთს თამაშობენ.
  3. 1928 წ. შეიქმნა ხელბურთის საერთაშორისო ფედერაცია, ხოლო 1946 წ. მოხდა მისი რეორგანოხაცია. 1972 წ-დან ითვლება ოლიმპიურ სახეობად (მამაკაცები). ქალები – 1976 წ-დან. 1938 წ-დან ტარდება მსოფლიო ჩემპიონატები (მამაკაცები), ქალები – 1957 წ-იდან.
  4. ქართული ხელბურთის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქვეყნოდ ცნობილმა სპორტსმენებმა თ. ანთაძემ, ჯ. ცერცვაძემ, ჯ. აბაიშვილმა, ა. ექსეულიძემ, ი. ფხაკაძემ, ა. ანპილოგოვმა, ა. ტაბიძემ, ბ. კოპალეიშვილმა, ჯ. ბაგრატიონმა, გ. მაჭავარიანმა, ა. რატიანიძემ, გ. შარაშიძემ (მწვრთნელი) და სხვ.
    Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9