ბერძნულ მითოლოგიაში სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთის აფროდიტეს ქალიშვილს სახელად ჰარმონია ერქვა, რომელიც სულიერად და ფიზიკურად ლამაზი და სრულყოფილი იყო. აქედან წარმოდგება სიტყვა ჰარმონიული: ყოველმხრივი, სრულყოფილი, სულიერად და ფიზიკურად ერთიანი. ჰარმონიული აღზრდა, ჰარმონიული ფისიკური აღზრდა, ჰარმონიულად განვითარებული სპორტსმენი და ა.შ.
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997