ასპარეზობა ცხენებით რბოლაში (წინა წელს გამარჯვებულ მხედარს ხელში უკავია რაინდთა ძლევამოსილების სიმბოლო, შეურყვნელი „ლემის“ (ლომის) დროშა. არბიტრის სიგნალზე დროშის მფლობელი გააჭენებს ცხენს დაწესებული მარშრუტით, ამ დროს დროშა იბერება და ღებულობს ლომის გამოსახულებას, მცირე პაუხის შემდეგ, წინ გაჭრილ ძლიერ მხედარს დაედევნებიან სხვა ცხენოსნებიც, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ „ლემის“ დროშის მფლობელ „რაინდობაზე“. გამარჯვებულად ჩაითვლება ის მოასპარეზე, რომელიც ხელში ჩაიგდებს ,,ლემის“ დროშას და ფინიშის ხაზს გადაკვეთს პირველი. გამარჯვებული „რაინდი“ სარგებლობს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით.
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997