ჰა ჰე ჰი ჰლ ჰო
ჰოკ

ჰოკეი ბალახზე

ერთ-ერთი უძველესი გუნდური სპორტული თამაში ბურთით ბალახიან მოედანზე ყვანჭების (კაუჭიანი ჩოგანი) გამოყენებით. თამაშის მიზანია ყვანჭების მეშვეობით ბურთის გატანა მეტოქის კარში და საკუთარი კარების დაცვა. გამარჯვება დაკავშირებულია გატანილი ბურთების რაოდენობასთან. მოედნის ზომებია: სიგრძე – 91 2., სიგანე – 50-55 მ., კარების სიგანე – 3.66 მ., სიმაღლე – 2,14 მ. ბურთის დიამეტრი არ უნდა აღემატებოდეს – 7.4 სმ.წონა – 156-163 გ-მდე. ყვანჭის წონა 340-794 გ., სიგრძე 85-90 სმ. თამაშობენ ქალები და კაცები, თითოეული გუნდი მოედანზე I) მოთამაშით გამოდის. თანამედროვე თამაშის სამშობლოდ ინგლისი ითვლება. 1924 წ. დაარსდა ბალახის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია. 1917 წ-დან ტარდება მსოფლიო ჩემპიონატები მამაკაცებს შორის, 1974 წ-დან ქალებს შორის. ევროპის პირველობები ტარდება: მამაკაცები – 1970 წ-დან, ქალები 1975 წ-დან. ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ბალახის ჰოკეი შეტანილია 1908 წ. (ჰოკეის თამაშით გამოირჩევიან: პაკისტანი, ინდოეთი, ინგლისი, გერმანია, კენია, რუსეთი და სხვ.).
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9