თავდაცვისა და თავდასხმის ეკიპირების ერთობლიობა. მუზარადი (ლითონის თავსაბურავი, ჩაჩქანი-იგივეა), ჯაჭვის პერანგი(იგივეა, რაც ჯავშანი), სამკლავეები საბარკულები (წვივის დასაცავი), საცერული (ლითონის დაკბილული სათითე – ხელჩართული ბრძოლისათვის, ჩხუბისათვის). ფარი, საჩეხი, საჩხვლეტი. საძგერებელი იარაღი და სხვა.
აბჯრის სიყვარულსა და ხმარებას ბავშვობიდანვე აჩვევდნენ, რისთვისაც აუცილებელი იყო განსაკუთრებული სამხედრო-ფიზიკური წრთობის მაღალი დონე.
Synonym: „ვაჟკაცსა გული-რკინისა, აბჯარი თუნდა ხისაო"., აბჯროსანი–ღირსეული ვაჟკაცი, რომელსაც შესწევდა ძალ-ღონე, უნარი და ხერხი აბჯრის ოსტატურად გამოყენებისა, როგორც საბრძოლო, ასევე სხვა ასპარეზზე.
Source: ბესიკი. თხზულებათა სრული კრებული: ტექსტი, შენიშვნები, ლექსიკონი / ბესიკი ; ალ. ბარამიძისა და ვ. თოფურიას რედ. ; [ალ. ბარამიძის წინასიტყვაობით].თბილისი: საბჭ. მწერალი, 1962