ბურთის ფორმის საგანი. მძლეოსნური იარაღი კვრისათვის. ბირთვის კვრა წარმოებს წრიდან –2,135 მ. დიამეტრით. ლითონის რკალის წინ (კვრის მიმართულებით) ჩადგმულია ხის თეთრად შეღებილი ძელაკი. ბირთვის წონა: მამაკაცებისათვის – 7,257 კგ. დიამეტრი 110-130მმ, ქალებისათვის – 4 კგ. დიამეტრი 95-110 მმ, ჭაბუკებისათვის – 5-6 კგ., გოგონებისათვის – 3 კგ. ისტორიულად ბირთვის კვრას წინ უსწრებდა მძიმე ქვებისა და ლითონის ნაჭრების კვრა. ბირთვის კვრის სამშობლო ინგლისია.
Source: ბესიკი. თხზულებათა სრული კრებული: ტექსტი, შენიშვნები, ლექსიკონი / ბესიკი ; ალ. ბარამიძისა და ვ. თოფურიას რედ. ; [ალ. ბარამიძის წინასიტყვაობით].თბილისი: საბჭ. მწერალი, 1962