ზოგჯერ ბ. ორ მოწინააღმდეგე მეომარ მხარეთა შორის კონფლიქტის მოგვარების ერთ-ერთ საშუალებად ითვლებოდა. ანტიკური და მომდევნო პერიოდის საქართველოში ჩამოყალიბებული იყო ბუმბერაზთა წვრთნისა და გამოცდის დემონსტრირების გარკვეული სისტემა, რომლის ძირითად მიხანს სამხედრო-ფიზიკურ ვარჯიშობებში დახელოვნებულ მძლეთა მძლე ბუმბერასთა აღზრდა-დავაჟკაცება შეადგენდა. ბუმბერაზთა მომზადების თავკაცებად მწვრთნელი–აღმზრდელები ითვლებოდნენ. ისინი თავიანთ აღსაზრდელებს საასპარეზო არენაზეც ესწრებოდნენ, ეხმარებოდნენ საბრძოლო ბუმბერაზობისათვის საჭირო ილეთებისა და ხერხების შესწავლა-სრულყოფაში. საზეიმოდ მორთულ საასპარეზო არენაზე ბუმბერაზობის ბრწყინვალე სანახაობას მაყურებლებიც ადევნებდნენ თვალს. არსებობდა შეჯიბრის ჩატარების წესები. ასპარეზობა იწყებოდა მებუკეთა და მედაფდაფეთა სასიგნალო ჰანგებით. ცხადდებოდა შეჯიბრების პროგრამის ძირითადი სახეობის ორთა და ჯგუფური ბრძოლების იარაღის (ხმლების, ოროლების, ჩუგლუგების, მშვილდ–ისრების, ხის ჯოხების, ლახტებისა და სხვ) ხმარების განსაზღვრული თანმიმდევრობა (წინასწარი მოლაპარაკების საფუძველზე). ბუმბერაზობის მომზადება-ჩატარებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ მსაჯი მოსამსრთლე ,,მემათრახენი“. ისინი განსაკუთრებული სიზუსტით იცავდნენ შებმის პროცესში სხვადასხვა სამხედრო იარაღის გამოყენების თანმიმდევრობასა და ხმარების დადგენილ წესებს. იძლეოდნენ საშეჯიბრო განკარგულებებს. გამძაფრების მიზნით ბ. წინასწარი.მუქარით იწყებოდა, რითაც მოწინააღმდეგე მხარეები ერთმანეთს აქეზებდნენ საბრძოლველად. ამის შემდეგ მოასპარეზენი ცხენების ნავარდით იწყებდნენ ჭიდილს. რაც შეეხება ჯგუფურ ბრძოლებს (მონაწილეთა თანაბარი რაოდენობით), აქაც გარკვეული ფსიქოლოგიური ზეგავლენის შემდეგ, იწყებოდა ბატალურისცენები. იმ შემთხვევაში, თუ მხედრები ქვეითად აღმოჩნდებოდნენ, მაშინ ..მემათრახენი“ საშუალებას აძლევდნენ გაეგრძელებინათ ბრძოლა ჭიდაობით. ბუმბერაზობის საბოლოო შედეგი, მხოლოდ გამარჯვება იყო. არსებობდა ორთაბრძოლაში გამარჯვებულთა დაჯილღოების წესი: გამარჯვებულს დამარცხებულის იარაღი ეძლეოდა, ,„მემათრახეს“ კი – დამარცხებულის ცხენი. ბ. საქართველოს ისტორიის, კერძოდ, სპორტის ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენად უნდა ჩაითვალოს.
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997.