მოიცავს წ. სპორტული ცურვის სხვადასხვა სახეობებს: წ. ნადირობას – ორიენტირებას, ცურვას ლასტებით; – წყალქვეშა ტურიზმს და სხვ. წ. სპორტის ეკიპირებაში შედის: სპეციალური სასუნთქი აპარატი შეკუმშული ჰაერით, რეზინის ნიღაბი საყურებელი შუშით, სასუნთქი მილი, ლასტები. მყვინთავების ეკიპირებაში შედის თბილი წყალგაუმტარი ღრუბლოვანი რეზინის დამცავი კოსტიუმები, წყალგაუმტარი საათი, სიღრმის საზომი, კომპასი და სხვ. ატრიბუტები. 1959 წ. ჩამოყალიბდა წ. სპორტის საერთაშორისო ფედერაცია. 1957 წ-დან ტარდება მსოფლიოსა და ევროპის პირველობები.
Source: ბესიკი. თხზულებათა სრული კრებული: ტექსტი, შენიშვნები, ლექსიკონი / ბესიკი ; ალ. ბარამიძისა და ვ. თოფურიას რედ. ; [ალ. ბარამიძის წინასიტყვაობით].თბილისი: საბჭ. მწერალი, 1962