მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ცოცხალი ორგანიზმების სიბერეს, მათ შორის ადამიანის ორგანიზმის სიბერესაც. სიბერის შენელებისა და სიცოცხლის შემოქმედებითი ხანგრძლივობისათვის აუცილებელია: კუნთური დატვირთვის, მასაჟის, სხვადასხვა ბუნებრივი პროცედურების (მზე, ჰაერი, წყალი), ჰიგიენური ფაქტორების, ეკოლოგიური მდგომარეობის რაციონალური გამოყენება. მრავალწლოვანი ორგანიზმი მოითხოვს სისტემატურ დოზირებულ საქმიანობასა და ფიზიკურ ვარჯიშს.
Synonym: „რაც არ ვარჯიშდება, კვდება“ – ლესჰაფტი. როდესაც შესანიშნავი ფრანგი ექიმი, საკმაოდ ხანდაზმული დიუმლენი, საბოლოოდ ემშვიდობებოდა თანამოძმეებს, განაცხადა: „ბატონებო, ვკვდები და ჩემს შემდეგ სამ დიდებულ ექიმს ვტოვებ – წყალი, ვარჯიშობა და ზომიერება“., „სიკვდილმა დაიჩივლა – მოხუცნი ისხდნენ და მელოდღნენ ხოლმე, ახლა სირბილი დაუწყიათ და სადა მაქვს იმათი დევნის თავიო“ (ფიზიკური დატვირთვის რეგულირების მიზნით, მიზანშეწონილია სამკურნალო ტანვარჯიშის სპეციალისტთა აზრის გათვალისწინება).
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997