ადამიანის ორგანიზმის შეგუება ახალ უჩვეულო კლიმატურ პირობებთან. ა, ადაპტაციის ერთ-ერთ ფორმადაა მიჩნეული. იგი სპორტული პრაქტიკის მნიშვნელოვან არგუმენტად ითვლება. საწვრთნო შეკრებებსა და შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად, სპორტსმენთა გადაადგილებასთან დაკავშირებით სავალდებულოა სადისლოკაციო ადგილის კლიმატურ-გეოგრაფიული პირობების, სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების, საცხოვრებელი ბინის, კვების, წვრთნის მეთოდიკის, სპორტული ეკიპირების, ორგანიზმის ბიოლოგიური პროცესების, სამედიცინო კონტროლისა და სხვა მრავალი საკითხის გათვალისწინება.
Source: ბესიკი. თხზულებათა სრული კრებული: ტექსტი, შენიშვნები, ლექსიკონი / ბესიკი ; ალ. ბარამიძისა და ვ. თოფურიას რედ. ; [ალ. ბარამიძის წინასიტყვაობით].თბილისი: საბჭ. მწერალი, 1962