გა გე გვ გი გლ გო გრ გუ
გრა გრო

გრავიტაციული შოკი

მორბენალის მიერ მაღალი ფისიკური დაძაბულობის შემდეგ ფინიშის ხახის გადაკვეთის მომენტში მოულოდნელი მკვეთრი შეჩერება ზოგჯერ იწვევს ორგანიზმის მდგომარეობის ფუნქციის დარღვევას, რასაც გრავიტაციულ შოკს უწოდებენ. გ. შოკის სიმპტომებია: სახის გაფითრება, ძლიერი გაოფლიანება, გულისრევის ნიშნები,სუსტი პულსაცია, სისხლის წნევის მკვეთრი დაცემა, გართულების შემთხვევაში გულის წასვლა. გ. შოკის აცილების მიზნით აუცილებელია დისტანციის დამთავრების შემდეგ მკვეთრი შეჩერების, დაჯდომის ან დაწოლის მაგიერ რბენის გაგრძელება ნელ ტემპში, თავისუფალ სიარულზე გადასვლით. საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია დახმარება მოძრაობის გასაგრძელებლად. გართულების დროს, მორბენალი უნდა მოვასვენოთ წოლით მდგომარეობაში, შეიძლება ვაყნოსოთ ნიშადურის სპირტი.
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9