შეჯიბრების ჩამტარებელი ორგანიხაციის მიერ შედგენილი სპორტული ღონისძიებების ჩატარების დ.მძლეოსნობის პირად-გუნდური პირველობის დ.დებულებაში გათვალისწინებულია შემდეგი პუნქტები: – სპორტული ღონისძიების მიზნები, – ღონისძიების ჩატარების დრო და ადგილი, – შეჯიბრების ხელმძღვანელობა (ვინ არის პასუხისმგებელი ჩატარებაზე), – შეჯიბრების მონაწილენი (ვინ მონაწილეობს და რამდენი. ასაკი, სქესი და სპორტული კვალიფიკაცია), – შეჯიბრების პროგრამა, – ჩათვლის პირობები (გამარჯვებულთა განსახღვრის წესი), – შეჯიბრების განაცხადის წარდგენის წესი. დებულებას თან ახლავს შეჯიბრების კალენდარი, აკრედიტაციის საკითხები და სხვ. დ. დროულად დაეგზავნება ადრესატებს.
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997.