კუნთების ძალის გაზომვა დინამომეტრის (ხელსაწყო) საშუალებით. გამოიჯენება ანთროპომეტრიაში, ორგანიზმზე ფიზიკური ვარჯიშების შემოქმების შესასწავლად. ჩვეულებრივად ხელის ძალა თიხომება ხელის დინამომეტრით, ხოლაო წელის ძალა. წელ-ზურგის დინამომეტრით. ხელის დინამომეტრით ძირითადად ზომავენ მტევნისა და ნაწილობრივ ზურგის გამშლელი კუნთების ძალას. საშუალოდ მამაკაცთა ხელის ძალა 40-45 კგ-ია, ქალების – 30-35 კგ. (მარჯვენა ხელის ძალა მეტია მარცხენაზე 5-10 კგ-ით). წელ-ზურგის დინამომეტრით ძირითადად ზომავენ ზურგის დიდი გამშლელი და მუცლის სწორი კუნთების ძალას. განვითარებული კუნთოვანი სისტემის შემთხვევაში ქალების წელზურგის ძალა 80-90 კგ-ია, ხოლო მამაკაცების – 130-150 კგ.
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997.