სადისკვალიფიკაციო სამსახურები გადაწყვეტილების მიღებისათვის მხედველობაში ღებულობენ: – სპორტსმენის ან გუნდის უდისციპლინობას; რეჟიმის სისტემატურად დარღვევას, შეჯიბრების პროცესში არაეთიკურ მოქმედებას, უხეშობას, ავყიობას, წესების უგულებელყოფას, მოწინააღმდეგისათვის სერიოზული დაზიანების – ტრავმის მიყენებას, ცრუმაგიერობას, სტიმულიატორის – დოპინგის მიღებას. მოსყიდვასა და სხვ. დ. ხორციელდება ასევე სპორტულ ბაზებზეც იქ, სადაც შეჯიბრებისათვის აღმოჩნდნენ სათანადოდ მოუმზადებელნი.
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997.