სპორტული თამაში, ეგროპული რაგბის მსგავსი. გამოირჩევა თამაშის მანერით, ტაქტიკით, თამაშის სიმკვეთრით. თამაშობენ ხელით და ფეხით. ადგილი აქვს ხშირ ტრავმებს. დიდი პოპულარობით სარგებლობს აშშ, კანადაში, იაპონიაში. თამაშის მიზანია ოვალური ბურთის (396-424) მოწინააღმდეგე გუნდის საგოლე ხახის გარეთ, ან კარებში გატანა. მოწინააღმდეგე გუნდი ცდილობს ჩაშალოს შეტევა. გუნდში 11 კაცია, სათადარიგო მოთამაშეთა რაოდენობა ნებისმიერია. თამაშის დრო 60 წთ. იყოფა 4 პერიოდად. I და III პერიოდების შემდეგ, შესვენება 1 წთ. II პერიოდის შემდეგ კი 15 წთ. სათამაშო მოედნის ზომებია 109,75 X 48,80 მ. კარიდან-კარამდე მოედანი დაყოფილია სიგანეზე 20 თანაბარ მონაკვეთად (გამორიცხულია მეკარის მოედანი). კარების სიგანე 5,50 მ. კარების ზედა ძელის სიმაღლე – 3,05 მ., კარების დგარების სიმაღლე – 6,10 მ. მოთამაშეთა ეკიპირება, ჰოკეისტების მსგავსია. ამერიკულ ფეხბურთში შეჯიბრება პირველად 1874 წ. გაიმართა.
Source: ბესიკი. თხზულებათა სრული კრებული: ტექსტი, შენიშვნები, ლექსიკონი / ბესიკი ; ალ. ბარამიძისა და ვ. თოფურიას რედ. ; [ალ. ბარამიძის წინასიტყვაობით].თბილისი: საბჭ. მწერალი, 1962