საერთაშორისო კომპლექსური სპორტული ღონისძიება ზამთრის სახეებში. ტარდება 1924 წ-იდან (1940 და 1944 წწ. ომის გამო ზ. ო. თ. არ ჩატარებულა). 1944 წ-იდან ზ. ო. თ. ორი წლით დაშორდა ზსაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, ვინაიდან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სისტემას, მსოფლიო მასშტაბით ორი გრანდიოზული სპორტული თამაშების ჩატარება დიდ სირთულეებს უქმნიდა. ამიერიდან ნაკიან წელს მხოლოდ ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ჩატარდება. პირველად ეს მოხდა 1996 წ. ატლანტაში (აშშ), 26-ე ოლიმპიურ თამაშებზე. 1994წ. ზამთრის ო. თამაშებში, რომელიც ჩატარდა ლილლეჰამერში (ნორვეგია), საქართველოს სპორტსმენებმა თანამედროვე ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში პირველად მიიღეს მონაწილეობა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის გუნდმა.
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997.