თა თხ
თავ თამ თან თარ თას

თავისუფალი ჭიდაობა

  1. სპორტული ჭიდაობის სახეობა. ბერძნულ-რომაული ჭიდაობისაგან განსხვავებით, ფალავნებს სპორტული ბრძოლის ტექნიკური ფანდების გამოყენების უფრო მეტი შესაძლებლობა და თავისუფლება ენიჭებათ. ორთაბრძოლა დგომშში და პარტერში მიმდინარეობს. ფალავანთა სპორტული მოქმედების მაქსიმალურმა თავისუფლებამ და მინიმალურმა შეზღუდვამ განსაზღვრა საინტერესო და ემოციური შერკინების სახელწოდებაც – თავისუფალი ჭიდაობა. ჭიდაობის მიზანი ერთია, რაც გამოიხატება სულიერი და ფიზიკური ძალების მაქსიმალური მობილიზაციის წყალობით ,,სუფთა“ ან ქულებით გამარჯვების მიღწევაში. საჭიდაო არენაზე მოჭიდავეები გამოდიან სპეციალური საჭიდაო სპორტული ფორმით.
  2. ჭიდაობის ისტორია ითვლის მრავალ ათეულ წელს. 1912 წ. ჩამოყალიბდა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია (ფილა). 1904 წ. თ.ჭ. სპორტის ოლიმპიურ სახეობად იქნა მიღებული. 1951წ-იდან ტარდება მსოფლიო ჩემპიონატები.
  3. მსოფლიოში თ. ჭიდაობის განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი ქართველ ფალავნებს მიუძღვით (აღსანიშნავია ქართველ ფალავანთა ჭიდაობის მაღალი დინამიზმი, ქართული სარმების დემონსტრირება და სხვ.). მრავალ სახელოვან ქართველ ფალავანთა შორის მსოფლიოსა და ო. თამაშების ჩემპიონებად მოგვევლინენ: დავით ციმაკურიძე, არსენ მეკოკიშვილი, ვახტანგ ბალავაძე, მირიან ცალქალამანიძე, გიორგი სხირტლაძე, გურამ საღარაძე, ვლადიმერ რუბაშვილი, ლევან თედიაშვილი, დავით გობეჯიშვილი, ლერი ხაბელოვი.
    Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9