ძველი ბერძნული ეპიკური პოემა, რომელსაც ჰომეროსს (მე-9-მე-8 ს. ძველი წელთაღრიცხვით) მიაწერენ. მასში მოთხრობილია ტროას ომის მეათე (ბოლო) წლის ამბები. კარგად არის ასახული ანტიკური ფიზიკური კულტურის საშუალებები და ძლევამოსილი ასპარეზობები.
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997.