შა შე შვ შტ შუ
შევ შემ შერ

„შევარდენი“

დემოკრატიული საქართველოს ტანვარჯიშული საზოგადოება (ჩეხური „სოკოლის“ მსგავსად), რომლის ძირითად მიზანს ქართველი ახალგაზრდობის ფიზიკური და სულიერი წრთობა შეადგენდა. „შევარდენის“ ჩამოყალიბების (1918-1922) საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჩეხმა ტანვარჯიშის სპეციალისტმა ა. ლუკეშმა და ·ქართველმა მამულიშვილებმა: გიორგი ეგნატაშვილმა, გიორგი ნიკოლაძემ, მოგვიანებით გიორგი მერკვილაძემ, გაიოზ ბერელაშვილმა, ირაკლი ლორთქიფანიძემ, დავით ჯავრიშვილმა, სოსო ასლანიშვილმა, ვლადიმერ პროკოფიევმა, ივანე ბერიძემ და სხვ. დიდმა პატრიოტებმა შეძლეს ტანვარჯიშისა და საერთოდ სპორტული კულტურის დამკვიდრება. მაგრამ 1922 წლის 3 ნოემბერს „შევარდენი“ რეორგანიზებულ იქნა, როგორც საბჭოეთისათვის „საეჭვო“ ტანვარჯიშული საზოგადოება.
Source: ბესიკი. თხზულებათა სრული კრებული: ტექსტი, შენიშვნები, ლექსიკონი / ბესიკი ; ალ. ბარამიძისა და ვ. თოფურიას რედ. ; [ალ. ბარამიძის წინასიტყვაობით].თბილისი: საბჭ. მწერალი, 1962
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9