ია ილ იმ ინ იო იპ ის იუ
იოგ

იოგა (სანსკრიტული)

  1. აზროვნების კონცენტრაციას, ჭვრეტას, შერწყმას, წესრიგს გულისხმობს.
  2. რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღერების მიმდევრები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ადამიანს ძალუძს თვითჭვრეტისა და თვითგანწმენდის გსით ზებუნებრივ ძალასთან – ღვთაებასთან შეერთება. გააჩნიათ შესაბამისი იდეოლოგიით გამსჭვალული ფიზიკური სრულყოფის სისტემა. ი. ითვალისწინებს სხეულის საფუძვლიან ცოდნასა და რაციონალურ ფიზიკურ ვარჯიშს ორგანიზმის მთლიანად დამორჩილების მიზნით, რისთვისაც აუცილებელია ნებისყოფის სიმტკიცე. იოგას ფუძემდებლად და „გურუდ“ – (მასწავლებელი) პატანჯალი ითვლება (დაახლოებით ძევ. წ. მე-2 ს.), რომლის ავტორობით შეიქმნა უძველესი ხელნაწერი წიგნი „იოგასუტრა“. იგი მიჩნეულია წმინდა სახელმძღვანელოდ, პატანჯალი კი მთავარ მასწავლებლად. დღეისათვის ინდოეთში ექვსი მიმდევრობაა ცნობილი, მათ შორის ყველაზე პოპულარულია ჰათჰა-იოგა.
    Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9