ლა ლე ლი ლუ
ლად ლავ ლაზ ლაშ ლახ

ლახტაობა

ქართული ხალხური თამაშობა. შემოხაზულია წრე (დიამეტრის სიდიდე დამოკიდებულია მოთამაშეთა რაოდენობაზე), მონაწილეობს ორი რიცხობრივად თანაბარი გუნდი. კენჭის ყრით ერთნი თავდამსხმელები არიან, ხოლო მეორენი იცავენ ლახტებს და თავიანთ თავს. თამაში თავისი შინაარსით ,,თავდასხმისა“ და „თავდაცვის“ ინსცენირებას წარმოადგენს. მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებასა და ფსიქოფიხიკური ძალების მაქსიმალურ მობილიზაციას. თამაში იწყება წამოძახილით ,,ჯერია“. თავდამსხმელები წრეს უვლიან და ცდილობენ წაართვან ქამარი ისე, რომ თვითონ არ მოხვდეთ ფეხი წრის შიგნით მყოფ დამცველებისაგან. არსებობს მრავალი ხერხი და ფანტი ქამრის გატაცებისა, რაც კიდევ უფრო ძაბავს თამაშის ტემპს. როცა თავდამსხმელები ყველა ლახტს გაიტანენ ან გაიტაცებენ, იწყება თავდამცველთა ,„,შეხურება“ ქამრებით (მხოლოდ წელს ქვემოთ). ამ დროს წრის შიგნით მყოფი თავდამცველები თავიანთი აქტიური მოქმედებით ცდილობენ ლახტის მომტაცებლების (თავდამსხმელების) ,,დაჭერას“ – ფეხზე ფეხის დადგმით. იყენებენ ასევე თავდაცვის სხვადასხვა ხერხებს. „შეხურების“ პროცესში, თუ წრის გარეთ მყოფი მოთამაშე ჩაიჭრება, მისი გუნდი წაგებულია და გუნდები ცვლიან თავიანთ როლებს. ლახტაობა ძველ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თამაში იყო. ცნობილია ლასტაობის სხვადასხვა ვარიანტი (ლახტი სვანურად ნიშნავს ,საწყვეტ საბრძოლო ადგილს“, პროფ. თემურ მიბჩუანი).
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9