ერთ-ერთი უძველესი, პოპულარული ქართული ხალხური თამაშობა ,,ლელოს'', „ჭაკუნის“, ,,გოთაობისა““ და ,„გატანიეს“ სახელწოდებით (ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში). თამაში ტარდებოდა ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით, მრავალ წინაღობათა გადალახვით, რაც უფრო მეტ ემოციურობას ანიჭებდა ლელოს თამაშის პროცესს. შეხვედრები წარმოებდა გამოწვევით; სოფელი – სოფელზე, უბანი – უბანზე, ცოლიანები და უცოლოები, გაღმელები და გამოღმელები და ა.შ. თამაში იწყებოდა ბურთის (ნებისმიერი წონისა და ზომის) მაღლა აგდებით მოედნის შუაგულში. ვინც დაიჭერდა ის შეეცღებოდა მოპირდაპირე წრის გარღვევას. თითოეული ჯგუფის მიერ გატანილი ბურთი დაითვლებოდა. ვინც თამაშს ადრე გაათავებდა, ის მხარე იყო გამარჯვებული. ლ. ქართველთა სისწრაფის, სიმკვირცხლის, მოქნილობის, გამძლეობის, თავდადების, მხედრული ოსტატობისა და სხვ. „სამამაცო ზნეთა“ დემონსტრირების ასპარეხს წარმოადგენდა.