ფიზიკური მომზადება ითვალისწინებს საერთო და სპეციალური ფიხიკური მომზადების მაღალი დონის მიღწევას. საერთო ფიხიკური მომზადება (რის მიღწევაც შესაძლებელია: კროსების, მოძრავი და სპორტული თამაშებით, მძლეოსნობისა და ძალოსნობის ცალკეული ვარჯიშებით, დამხმარე ტანვგარჯიშით, ტურიზმით, ცურვითა და სხე. საშუალებებით განპირობებულია სპორტული სპეციალიზაციის თავისებურებებით. რაც შეეხება სპეციალურ ფიხიკურ მომზადებას, ის ემყარება არჩეული სპორტის სახეობისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური მოძრაობითი ჩვევების, უნარისა და თვისებების განვითარებას. საერთო და სპეციალური ფიხიკური მომზადება ორგანულადაა ერთმანეთთან დაკავშირებული და ს. წვრთნის ყველა ეტაპის შემადგენელი ნაწილია. სპორტული ტექნიკა – იგი ყალიბდება ს. წვრთნის პროცესში და მუდმივ განვითარება-სრულყოფას განიცდის. ტექნიკა, ინდივიდუალურობით გამოირჩევა და ჩამორჩება სპორტსმენის ფიხიკურ შესაძლებლობებს. ს. წვრთნის პროცესში ეს შეუსაბამობა მცირდება ტექნიკის დახვეწის საფუძველზე, მაგრამ ს. წვრთნის ინტენსიურობის გახრდა ისევ სპორტსმენის ფისიკურ შესაძლებლობათა მომატებით აღინიშნება და შეუსაბამობა სპორტულ ტექნიკასთან ხელმეორედ ჩნდება. ს. წვრთნის ასეთი კანონზომიერების წყალობით საქმე გვაქვს არა მარტო ტექნიკის შემდგომ ათვისებასთან, არამედ. ახალი სპორტული ტექნიკის გამომჟღავნებასთანაც. ტაქტიკური მომზადება: – სპორტული ბრძოლისა და გამარჯვების უხრუნველყოფის თეორია და პრაქტიკა. ს. ტაქტიკა, ისე როგორტს. ტექნიკა,სისტემატურ სრულყოფას მოითხოვს. იგი მჭიდრო კავშირშია სპორტსმენის მრავალმხრივ მომზადება-განვითარებასთან. ს. წვრთინის პროცესში მრავალნაირი ტაქტიკური ვარიანტის დამუშავება-დაუფლება, ასპარეხობისას სპორტსმენს საშუალებას აძლევს რაციონალურად შეარჩიოს ყველაზე ზელსაყრელი ტაქტიკური ვარიანტი კონკრეტულ შემთხვევაში გამარჯვების მისაღწევად. მორალურ-ნებელობითი მომზადება – ფიზიკური აღზრდისა და ს. წვრთნის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997.