წარმოდგება სიტყვა – სტადიიდან. კომპლექსური სპორტული ნაგებობა, ასპარეზი, მოედანი – სპორტული ვარჯიშებისა და შეჯიბრებისათვის. სტადიონის სპორტული კომპლექსი მოიცავს ფეხბურთის მინდორს, სარბენ ბილიკებს, მძლეოსნურ სექტორებს; ტყორცნებისათვის,ხტომებისათვის, კვრისათვის, ტრიბუნებს მაყურებელთათვის, სხვადასხვა სახის სპორტულ ბაზებსა და სხვა აუცილებელ ატრიბუტებს.
თბილისის ბორის პაიჭაძის სახ. „დინამოს“ ეროვნული ს., რომელიც აშენდა 1935 წ., რეკონსტრუირებულ იქნა 1976 წ. არქიტექტორების არჩილ ღა გია ქურდიანების მიერ, კონსტრუქტორი შოთა გაზაშვილი. თბილისის ს. ითვლება ევროპის ერთ-ერთ უნიკალურ სპორტულ ნაგებობად. იგი უნივერსალურ ბახას წარმოადგენს. აქ მეცადინეობენ ფეხბურთელები, კალათბურთელები, მოკრივეები, მოჭიდავეები, მოურავეები, მოფარიკავეები, ტანმოვარჯიშეები, ძალოსნები და სხვ. ტრიბუნების დასაჯდომი ადგილების რაოდენობა 74324. აუცილებლობის შემთხევევაში იტევს 100 ათასამდე მაყურებელს. ს. აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997.