მ. გამოიყენება როგორც ფიzიკურ აღზრდასა და სპორტში, ისე დაავადებათა კომპლექსურ მკურნალობაში. არჩევენ ჰიგიენურ, სპორტულ და სამკურნალო მასაჟს. ჰიგიენურ მასაჟს იყენებენ, როგორც პროფილაქტიკურ საშუალებას. მას ატარებენ დილის ჰიგიენური ტანვარჯიშის შემდეგ საერთო მასაჟის ან თვითმასაჟის სახით. სპორტული მასაჟისმთავარი ამოცანაა ხელი შეუწყოს სპორტსმენის მაღალ შრომისუნარიანობას და ფიზიკური ვარჯიშის – დატვირთვის შემდეგ დაღლილობის ადრეულ ლიკვიდაციას. სპორტული მასაჟი, თავის მხრივ, იყოფა – საწვრთნო, წინასწარ, აღდგენით და სპორტულ დახიანებათა დროს გამოსაყენებელ მასაუჟად. სამკურნალო მასაჟს იყენებენ კლინიკურ მედიცინაში.
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997