მა მე მთ მი მკ მო მს მუ მღ მშ მც მძ მწ მხ
მკლ

მკლავების ძირითადი მდგომარეობების ტერმინები

განმკლავი – გამართული მკლავების გატანა განზე. – ქვემკლავი – მკლავები დაშვებულია ქვევით. – ქვეგანმკლავი – მკლავების შუალედური მდგომარეობა განმკლავსა და ქვემკლავს შორის. – გარეხემკლავი – შუალედური მდგომარეობა ზემკლავსა და განმკლავს შორის. – ზემკლავი – გამართული მკლავები აწეული ზევით. – მარჯვნივ განმკლავი – გამართული მკლავები გატანილი მარჯენივ, – ზეწინმკლავი – მკლავები შუალედურ მდგომარეობაშია, ზემკლავსა და წინმკლავს შორის. – გარეწინმკლავი – მკლავები გატანილია წინ და განზე (განმკლავსა და წინმკლავს შორის). – ღუნზე მკლავი თავს ზემოთ – ზევით აწეული მკლავები იხრება იდაყვის სახსარში თავს ზემოთ. ღუნქვემკლავი მხრებზე – ქვემკლავიდან მკლავები იხრება იდაყვის სახსარში ზევით. – ღუნგანმკლავი მკერდის წინ – განზე გაშლილი მკლავები იხრება წინ იდაყვის სახსარში, მკერდის წინ. – ღუხგანმკლავი თავსზევით – განმკლავში ხელები იხრება იდაყვის სახსარში და ნები დადებულია თაქზე. – ღუნგანმკლავი მხრებს ზემოთ – განზე გაშლილი მკლავები იხრება იდაყვის სახსარში მხრებს ზემოთ. – ღუნგანმკლავი თავს უკან – განზე გაშლილი მკლავები იხრება იდაყვის სახსარში თავს უკან. – ღუნწინმკლავი მხრებს ზემოთ – წინ გატანილი მკლავები იხრება იდაყვის სახსარში, ხელები მხრებს ზემოდანაა. – დოინჯი – მოხრილი ხელები დაწყობილია თეძოებზე. – წინმკლავი – გამართული მკლავები გატანილია წინ. – უკუმკლავი – გამართული მკლავები გატანილია უკან ზღვრამდე. ხელების წრიული მოძრაობების ტერმინები: – ზეწრეები (სრულდება წინმკლავიდან, უკუმკლავიდან და განმკლავიდან) – ქვეწრეები (სრულდება იგივე საწყისი მდგომარეობიდან– უკუწრეები (იგივე საწყისი მდგომარეობიდან), გარეწრეები (სრულდება ზემკლაგიდან და ქვემკლავიდან), – შიგწრეები (სრულდება ზემკლავიდან და ქვემკლავიდან შიგნით), – მარჯვნივწრეები (მკლავების წრიული მოძრაობა მარჯვნივ – ზემკლავიდან და ქვემკლავიდან), – მარცხნივ წრეები (იგივე მოძრაობა მარცხნივ) და სხვ.
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9