მა მე მთ მი მკ მო მს მუ მღ მშ მც მძ მწ მხ
მობ მომ მორ მოტ მოძ

მოძრაობა

  1. მატერიის არსებობის ხერხი, მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის ატრიბუტი.
  2. მ.სიცოცხლის საწყისია (პლუტარქე, დაახ. 45. დაახ. 127). მ. – სიცოცხლეა (ვოლტერი 1694-1774), უძრაობა – სიკვდილი (ლესგაფტი 1837- 1909). სიცოცხლე მოძრაობას მოითხოვს (არისტოტელე, 384-327). ვინაიდან ამ ქვეყანაზე ყველაფრის შესრულება მოძრაობის საშუალებით წარმოებს, ბუნებრივია, რომ ყოველმა ცოცხალმა არსებამ უნდა გამოსცადოს მოძრაობის სიხარული (კომენსკი, 1592-1670). როდესაც ჩემი სხეული მოძრაობაში იმყოფება, მაშინ გონებაც იწყებს მოძრაობას, ცოცხლდება და აღაფრთოვანებს ჩემს აზრს (ჟან ჟაკ რუსო, 171 2– 1778). მ. და მარტო მ. არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი (ილია, 1837-1907). ილიასეული ბუნების არსებობის კანონი, საზოგადოებაზეც ვრცელდება, ვინაიდან ადამიანი ხომ ბუნების უნიკალური შემადგენელი ნაწილია!
  3. კუნთური მოძრაობის შეზღუდვა – ჰიპოკინეზია სიცოცხლისათვის საშიშროებას წარმოადგენს. ჰიპოკინეზიის წინააღმდეგ ბრძოლაში წამყვანი როლი მოძრაობას, ფიზიკურ შრომას, სხვადასხვა კუნთურ ვარჯიშებს მიეკუთვნება.
    Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9