თავის დროზე მშვილდოსნობა სავალდებულო ვარჯიში იყო, რომელიც ემსახურებოდა ადამიანს ნადირობასა და საომარ მოქმედებაში. ცეცხლსასროლი იარაღის გაჩენამ მშვილდოსნობა მხოლოდ სპორტის ერთ-ერთ პოპულარულ სახედ აქცია. 1920 წელს მშვილდოსნური სპორტი ოლიმპიური თამაშობების პროგრამაში იქნა შეტანილი. 1931 წელს ჩამოყალიბდა მშვილდოსნობის საერთაშორისო ფედერაცია, 1931წ-დან ტარდება მსოფლიოსა და 1968 წ-დან ევროპის ჩემპიონატები.
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997