სპორტის ერთ-ერთი ძირითადი, მასობრივი, და უძველესი სახეობა.
მძლეოსნობაში შედის სპორტული სიარული, რბენა სხვადასხვა მანძილზე, სიგრძეზე და სიმაღლეზე ხტომა, ჭოკით ხტომა, ბადროს, უროს, შუბის, ხელყუმბარის ტყორცნა, ბირთვის კვრა, მძლეოსნური მრავალჭიდი.
მძლეოსნობა, როგორც საერთო ფიხიკური მომზადების ყველახე შედეგიანი, პოპულარული საშუალება და საშეჯიბრო-სამოღვაწეო სახე, უდიდეს როლს ასრულებს ფიხიკური აღზრდისა და სპორტული წვრთნის სისტემის გამდიდრებისა და განვითარების საქმეში. 1912 წ. შეიქმნა მძლეოსნობის მოყვარულთა საერთაშორისო ფედერაცია. მ.თანამედროვე ოლიმპიური თამაშების მთავარი შემადგენელი ნაწილია. 1970 წ. ჩამოყალიბდა ევროპის მძლეოსნობის ასოციაცია. 1983 წ-დან ტარდება მსოფლიო პირველობა მძლეოსნობაში.
საქართველოს რესპუბლიკის მძლეოსნებს ოლიმპიურ თამაშებში მოპოვებული აქვთ 4 ოქროს (ვ.სანეეგი – 3, რ.შავლაყაძე – 1), 3 ვერცხლისა (ლ.სანაძე, ვ. სანეევი, ს.გუმბა) და 4 ბრინჯაოს (ნ. ხნიკინა-დვალიშვილი – 2; ნ.დუმბაძე – 1, მ.აზარაშვილი – 1) მედალი. მძლეოსანი – სპორტსმენი, რომელიც მძლეოსნობას მისდევს. მძლეოსნური – მძლეოსნობასთან დაკავშირებული მაგ.,მძლეოსნური ვარჯიშები, მპლეოსნური ბილიკები, მძლეოსნური სექტორები და ა.შ.
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997