აქტიური დასვენების და შემეცნების, ჯანმრთელობის გაკაჟების, ყოველგვარი დაბრკოლებისა და სირთულის გადალახვის ქმედითი საშუალება.
არტემიდე ბერძნულ მითოლოგიაში ნადირობის მფარველი ქალღმერთია, რომაულში – დიანა, ქართულში – დალი.
სამხედრო-ფიზიკური მომზადების ორგანიზაციის ფორმა.
ნებისმიერ ნადირობას: სამეურნეო-პროფილაქტი კურს, სარეწაოს, სამეცნიეროს, სპორტულს, დამხმარე საშუალებების გამოყენებით (სანადირო იარაღი, ხაფანგები, ცხენები, მწევარ-მეძებრები, ქორ-შევარდნები და სხვ.) წითელ ზოლივით გასდევს სპორტული ინტერესი. ქვეყნის სიმდიდრეს, სანადირო მეურნეობას, განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა და საქმის გონივრული პროგნოზირება სჭირდება. ფაუნის მეურნეობის შენახვა-დახზოგვა და სწორი გამოყენება, ნადირობის წესების მკაცრი დაცვა, სასტიკი ბრძოლა ბრაკონიერების წინააღმდეგ, თითოეული მონადირის ვალია.
საქართველოში მცირე ასაკიდან იწყებოდა ნადირობაში დახელოვნება, ვინაიდან, როგორც ერთ-ერთ სიგელშია აღნიშნული. „„ლამქრობა ქვეყნის სიმაგრე არის და ნადირობა ლაშქრობის მასწავლებელი“. ნადირობის მოწყობა სახელმწიფოს მიერ დაკავშირებული იყო ჭაბუკთა სამხედრო-ფიხიკური მომზადების დათვალიერებასთან.
Source: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მცირე განმარტებითი ლექსიკონი/როინ ტაგანაშვილი ; რედ.: ოთარ ჭურღულია, ნუგზარ მუზაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის სოხუმის ფილიალი.თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997