|

აბ აგ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ
ავე ავკ ავტ

ავერსიული სტიმული

გამოიყენება ავერსიულ თერაპიაში, სადაც ერთიანდება თერაპიული მეთოდები, რომლებიც ეფუძნება არასასიამოვნო (ავერსიული) სტიმულების კონტროლირებად გამოყენებას. ამ სტიმულების გა მოყენების მიზანია, ზემოქმედება - მოახდინოს პაციენტის არასასურველ ქცევაზე და შეიტანოს მასში კორექტირება. ავერსიული სტიმულები პაციენტში იწვევს უკიდურესად შეგრძნებებს. ამ სტიმულების შედეგად მას უმუშავდება პირობითი რეფლექსი, რომელიც აკავშირებს ქცევის თავდაპირველ სიტუაციას ახლა აღმოცენებულ არასასიამოვნო შედეგებთან, რის შემდეგაც პაციენტს უნდა გამოუმუშავდეს ზიზღის გრძნობა საკორექტირებელი ქცევის მიმართ და ამის გამო, ქცევამ უნდა განიცადოს ცვლილება.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9