გა გე გი გლ გნ გო გრ გუ
გულ გუნ

გუნდური სწავლება

სწავლების აქტიური მეთოდების ერთ-ერთი ფორმა, რომელიც წარმატებით გამოიყენება მრავალ სასწავლო დაწესებულებაში. მეცადინეობებზე მასწავლებელი თამაშობს ორგანიზატორისა და კონსულტანტის როლს. იგი ქმნის თანამშრომლობის, ურთიერთსწავლებისა და ინიციატივის გამოჩენის პირობებს. სტუდენტები (მოსწავლეები) სწავლობენ საკუთარი აზრის გამოხატვას, გამონათქვამთა ფორმულირებას, საკუთარი თვალსაზრისის დაცვას, ალტერნატიული აზრების ყურადღებით მოსმენას. მეცადინეობათა ასეთი ორგანიზაცია ქმნის შეჯიბრების სულისკვეთებასა და შემეცნებით გარემოს. წარმოებს ზემოქმედება სტუდენტების ინტელექტუალურ აქტიუროზაზე, რაც ადრე მიღებული ცოდნისა და მოსაზღვრე საგნებიდან შეძენილი ცოდნის ინტეგრირების საშუალებას იძლევა. ეს კი, თავის მხრივ, იძლევა ინფორმაციის დიფერენცირებისა და შეძენილი ცოდნის მომავალ პროფესიულ საქმიანობაში გამოყენების დანახვის საშუალებას.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9