და დე დი დო დუ
დაკ დალ დამ დარ დას დაუ დაქ დაწ

დაკვირვება

მეცნიერული კვლევის ემპირიული მეთოდი. ეს არის გარკვეული პედაგოგიკური მოვლენის მიზანმიმართული აღქმა იმ მიზნით, რომ მიღებულ იქნას წარმოდგენები მასზე, ასევე კონკრეტული მასალა. ტარდება წინასწარ დასახული გეგმით. ეს არის, ზოგადად და მთლიანობაში, მიზანმიმართული აღქმა, რომელიც განპირობებულია საქმიანობის ამოცანით; კერძოდ, მეცნიერებაში ხელსაწყოებზე ინფორმაციის აღქმა, რომელსაც გააჩნია ობიექტურობისა და კონტროლირებადობის ნიშან-თვისებები განმეორებითი დაკვირვების, ან კვლევის სხვა მეთოდების გამოყენების (მაგალითად, ექსპერიმენტის) ხარჯზე. მოკლედ, დაკვირვება ინფორმაციის უშუალო მიზანმიმართული აღქმის გზით ობიექტური სინამდვილის ფაქტებისა და მოვლენების გამოკვლევის მეთოდია.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9