ინდივიდუალიზირებული სწავლების ერთ-ერთი ფორმა, რომელიც წარმოიშვა ამერიკის შეერთებულ შტატებში მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში. მოსწავლეები არ იყვნენ მიჯაჭვულები საერთო საკლასო მუშაობას, ისინი დამოუკიდებლად გეგმავდნენ მთელ სასწავლო მუშაობას, განსაზღვრავდნენ ცალკეული საგნების სწავლების მონაცვლეობასა და თავიანთი სამუშაო დროის გამოყენების წესებს. მეთოდი შემოიღო ამერიკელმა ჰელენ პარკჰერსტმა. სახელწოდება მიიღო ქალაქ დალტონის (მასაჩუსეტსის შტატი) სახელისაგან, სადაც პირველად იქნა იგი გამოცდილი.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.