და დე დი დო დუ
დაკ დალ დამ დარ დას დაუ დაქ დაწ

დამოუკიდებელი სამუშაო

სასწავლო საქმიანობის სახე, რომელსაც ასრულებენ მოსწავლეები მასწავლებელთან უშუალო კონტაქტის გარეშე ან მასწავლებლის მიერ მართვადი შუალობით, სპეციალური სასწავლო მასალების მეშვეობით; სასწავლო პროცესის განუყოფელი აუცილებელი რგოლი, რომელიც ითვალისწინებს, უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეთა ინდივიდუალურ მუშაობას, მასწავლებლის მითითების, სახელმძღვანელოს ან სწავლების პროგრამის შესაბამისად. დამოუკიდებელი სამუშაო შეიძლება შესრულდეს როგორც არააუიდიტორულ დროს (სახლში, ლაბორატორიაში ისე აუდიტორულ მეცადინეობებზე წერითი ან ზეპირი ფორმით. ასეთი სამუშაო შეიძლება იყოს ინდივიდუალური, წყვილური ან კოლექტიური. სასწავლო მასალები მეთოდიკურად ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ მათ მოახდინონ მასწავლებელთან კონტაქტის უქონლობის კომპენსაცია და მაშასადამე, - დააკისრონ მათ მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის მართვის ფუნქცია. დავალებათა კრებულმა უნდა უზრუნველყოს სასწავლო მიზნის მიღწევისა და მისი მოცულობის განსაზღვრის შესაძლებლობა. ის დავალებები, რომლებიც დამოუკიდებელი მუშაობისთვისაა განკუთვნილი, უნდა ატარებდეს აქტიურ და შემოქმედებით ხასიათს, უნდა იძლეოდეს დამოუკიდებელ ამოხსნათა ძიების სტიმულს. დამოუკიდებელი მუშაობა თვითგანათლების უნარ-ჩვევათა განვითარების აუცილებელი პირობაა. არჩევენ დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ სახეებს: ლაბორატორიული მუშაობა, საშინაო დავალება, საშინაო კითხვა და სხვა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9