და დე დი დო დუ
დაკ დალ დამ დარ დას დაუ დაქ დაწ

დამოუკიდებელ სამუშაოთა კლასიფიკაცია

  1. ხდება დიდაქტიკური ნიშნების მიხედვით:
    Source: დამოუკიდებელი სამუშაოები განსხვავდება ერთმანეთისაგან დიდაქტიკური მიზნით. ისინი შეიძლება ორიენტირებული იყოს მოსწავლეთა მომზადებაზე ახალი მასალის აღქმისათვის, მოსწავლეთა მიერ ახალი მასალის შეთვისებაზე. მათი მიზანი შეიძლება იყოს, აგრეთვე, განმტკიცება, ცოდნის გაღრმავება, ჩვევათა გამომუშავება და ასე შემდეგ.
  2. დამოუკიდებელი სამუშაოები განსხვავდება ერთმანეთისაგან სასწავლო მასალის მიხედვით. მოსწავლე შეიძლება მუშაობდეს გარესინამდვილის საგნებთან, ისინი ითვლიან, ზომავენ, ქმნიან გარკვეულ საგნებს, აკვირდებიან საგნებსა თუ მოვლენებს ბუნებაში ან სკოლაში, მუშაობენ სახელმძღვანელოზე.
  3. დამოუკიდებელი სამუშაოები განსხვავდება ერთმანეთისაგან მოსწავლეთა გონებრივი მოქმედების ხასიათის მიხედვით. აქ იგულისხმება მუშაობა ნიმუშის მიხედვით, წესის ან წესების სისტემის მიხედვით, კონსტრუქციული მუშაობა და ასე შემდეგ.
  4. დამოუკიდებელი სამუშაოები განსხვავდება ერთმანეთისაგან ორგანიზაციის ხერხების მიხედვით. ეს სამუშაო შეიძლება იყოს: საკლასო (ფრონტალური), როცა კლასში ყველა მოსწავლე ასრულებს ერთ სამუშაოს; ჯგუფური, როცა კლასში მოსწავლეთა სხვადასხვა ჯგუფი ასრულებს სხვადასხვა სამუშაოს; ინდივიდუალური, როცა კლასში თითოეული მოსწავლე მუშაობს თავის საკუთარ დავალებაზე.
    Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9