სასწავლო წიგნი, როლის დანიშნულებაა სასწავლო პროგრამით გათვალისწინეული და სახელმძღვანელოებში მოცემული ცოდნის გაფაროება, გაღრმავება და უკეთ ათვისება. იგი სახელმძღვანელოს ავსებს ან ცვლის (ნაწილობრივ ან მთლიანად). დამხმარე სახელმძღვანელო მეცნიერული შრომის შედეგია. უფრო მეტიც, მაგალითად, მეცნიერული მეთოდიკური მონოგრაფიის მომხმარებელი მასწავლებელია და მაშასადამე, მეთოდიკური მონოგრაფია მასწავლებლისთვის, გარდა იმისა, რომ მეცნიერული ინფორმაციის წყაროა, დამხმარე სახელმძღვანელოცაა.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.