და დე დი დო დუ
დაკ დალ დამ დარ დას დაუ დაქ დაწ

დაუსწრებელი განათლება

  1. დისტანციური განათლების სახესხვაობა, რომელიც აგებულია ძირითადად განმანათლებელსა და სასწავლო-შემეცნებითი საქმიანობის სუბიექტს შორის რეგულარულ მიმოწერაზე. ისტორიულად წარმოიშვა როგორც სოციალური ინსტიტუტი, რომელიც საზოგადოების მოწიფულ წევრს აძლევდა საშუალებას, მიეღწია განათლების სასურველი დონისათვის, თუ მას სხვადახვა მიზეზის გამო ბავშვობაში არ ჰქონდა განათლების მიღების საშუალება, იმ განათლებისა, რომელიც აუცილებელი იყო კვალიფიცირებულ შრომით საქმიანობაში მონაწილეოისათვის. ასეთად რჩება იგი დღესაც. ჩვეულებრივ, ეს არის „სპეციალიზირებული განათლება, რომელიც ფუნქციონირებს ორი ტიპის დაწესებულებაში:
  2. სასწავლო დაწესებუღებები, რომლებიც თავიანთი პროგრამების რეალიზებას ახდენენ მხოლოდ სწავლების დაუსწრებელი ფორმით;
  3. რეგულარულ სასწავლო დაწესებულებათა დაუსწრებელი განყოფილებები.
    Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9