მოუწყვეტელი განათლების ერთ-ერთი ფორმა, რომელმაც დიდი გავრცელება ჰპოვა უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სისტემაში. სტუდენტები ესწრებიან წარმმართველი ლექციების მოკლე კურსს. სასწავლო მასალის შეთვისების შემდომი მიმდინარეობა კონტროლირდება და მიმართულებას ღებულობს მასწავლებლის მხრიდან დამოუკიდებლად შესრულებულ წერით სამუშაოთა შემოწმების გზით. დაუსწრებელი განყოფილების დიპლომი უტოლდება სტაციონარულ სასწავლო დაწესებულებაში მიღებულ დიპლომს. სწავლების ვადა საშუალოდ ერთი წლით მეტია.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.