განათლება, რომლის მიზანია კვალიფიცირებული შრომის მუშაკების მომზადება საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობის ყველა ძირითადი მიმართულებით ძირითადი საშუალო განათლების ბაზაზე. ცალკეული პროფესიების მიხედვით დაწყებითი პროფესიული განათლება შეიძლება ბაზირებული იყოს სრულ საშუალო ზოგად განათლებაზე. დაწყებითი პროფესიული განათლების მიღება შეიძლება დაწყებითი პროფესიული განათლების დაწესებულებებში (პროფესიონალურ სასწავლებლებში, პროფესიონალურ ლიცეუმებში და ამ დონის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.