(deductio გამოყვანა) აზროვნების მეთოდი, რომლის დროსაც კერძო დებულება ლოგიკური გზით გამოიყვანება ზოგადისაგან. იგი წარმოადგენს დასკვნას ლოგიკური წესებით, მსჯელობათა ჯაჭვს, რომლის რგოლები (გამონათქვამები) ერთიმეორესთან დაკავშირებულია ლოგიკური გამომდინარეობის მიმართებით. თუ დედუქციის წანამძღვრები ჭეშმარიტია, მაშინ აუცილებლად ჭეშმარიტია მისი შედეგებიც. დედუქცია დამტკიცების ძირითად საშუალებას წარმოადგენს. საპირისპიროა ინდუქცია.
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.