და დე დი დო დუ
დედ დევ დეზ დეკ დელ დემ დეო დეპ დეს დეტ დეფ დეც

დეკომპოზიცია

L.
(De-მოცილება, დაშორება + compositio შედგენა)მთელის დაყოფა ნაწილებად. ასევე,მეცნიერული მეთოდი, რომელიც იყენებს ამოცანის სტრუქტურას და იძლევა საშუალებას, რომ ერთი დიდი ამოცანის ამოხსნა შეიცვალოს მცირე, თუნდაც ურთიერთდაკავშირებული, მაგრამ უფრო მარტივი ამოცანების სერიის ამოხსნით. დეკომპოზიცია, როგორც დანაწევრების პროცესი, საშუალებას იძლევა, ნებისმიერი გამოსაკვლევი სისტემა განხილულ იქნას როგორც რთული, შემდგარი ურთიერთდაკავშირებული ცალკეული ქვესისტემებისაგან, რომლებიც, თავის მხრივ, ასევე შეიძლება დანაწევრდეს ნაწილებად. სისტემების რანგში შეიძლება გამოდიოდეს არა მხოლოდ მატერიალური ობიექტები, არამედ პროცესებიც, მოვლენებიცა და ცნებებიც. დელიკვენტური ქცევა
Source: პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი /ჯემალ ჯინჯიხაძე;, რედაქტორი თამაზ კარანაძე. თბილისი: უნივერსალი, 2017.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9